ეროვნულმა ბანკმა ანალიტიკური ანგარიშები გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნული ბანკი ანალიტიკური კომუნიკაციის გაუმჯობესების მიზნით, დეტალურად აღწერილი ფინანსური და მაკროეკონომიკური ინდიკატორების ტენდენციების შესახებ ანალიტიკურ ცხრილებსა და დიაგრამებს “საფინანსო სექტორის მიმოხილვისა” და “მიმდინარე მაკროეკონომიკური მიმოხილვის” სახით აქვეყნებს.
როგორც „თაიმერს“ ეროვნული ბანკიდან აცნობეს, გამოცემების მიზანია ფართო საზოგადოებისათვის ანალიტიკური მონაცემების ოპერატიულად მიწოდება და ეკონომიკური ანალიზის ხელშეწყობა.
ნოემბრის თვის ანგარიშების ნახვა შესაძლებელია ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე “კვლევებისა და გამოცემების” რუბრიკაში, მისამართზე – https://www.nbg.gov.ge/index.php?m=652&lng=geo

banner
წინა სტატიაშიოთხმა პარტიამ, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებას კარგავს, 2016 წლის არჩევნების საფუძველზე ჯამურად, 2,5 მილიონზე მეტი საბიუჯეტო დაფინანსება მიიღო
შემდეგი სტატიაცვლილებები ძიუდოს წესებში