ეროვნულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა

2022 წლის 24 მაისს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა.

სებ-ის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.8689 შეადგინა.

2022 წელს ცენტრალურმა ბანკმა სულ ორი აუქციონი ჩაატარა. პირველად 9 მარტს, რა დროსაც 39.6 მილიონი დოლარი გაყიდა, ხოლო მეორედ დღეს, 24 მაისს, რომლითაც 10 მილიონი დოლარი შეისყიდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის ჯარებმა უკრაინის ქალაქი სვეტლოდარსკი დაიკავეს
შემდეგი სტატიაომი უკრაინაში ტყუილზეა აგებული და ის გიჟმა პუტინმა დაიწყო – ნავალნი სასამართლო პროცესზე