ეროვნული ვალუტის გაუფასურების პროცესი – ექსპერტები ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ

ეკონომიკურ კრიზისზე საუბრობენ ექსპერტები, რასაც მთავრობის არასწორ პოლიტიკას და ინვესტიციების ნაკლებობას უკავშირებენ. მათი აზრით, მთავრობამ ბიზნესს ხელი უნდა შეუწყოს და უნდა შეამციროს ხარჯები.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ლარი კიდევ უფრო გაუფასურდეს და ამის თავიდან ასაცილებლად მთავრობას ურჩევენ, რაც შეიძლება დროულად შეიმუშაოს სწორი სამოქმედო გეგმა. მათ გარკვეული პრეტენზიები აქვთ ეროვნულ ბანკთანაც.

„დიდი ხანია პროცესები მიდის ცუდად, 1.65-დან ასულები ვართ 2.45-ზე და მოლოდინია, რომ კიდევ უფრო გაუფასურდება. რამდენიმე მიზეზი იყო, ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია ვთქვათ საბიუჯეტო დეფიციტური ხარჯები. ნებისმიერმა მოქალაქემ თუ ორგანიზაციამ ხელისუფლებას უნდა მოსთხოვოს გადადგას ადეკვატური ნაბიჯები და შეცვალოს ეკონომიკური პოლიტიკა,“ – განაცხადა ეკონომისტმა ზვიად ხორგუაშვილმა.

512011240_1906936412863918_9001357487746434296_n

banner
წინა სტატიაშიFBI კლინტონის იმეილების საქმესთან დაკავშირებით გამოძიებას არ განაახლებს
შემდეგი სტატიაზვარეში მუშების პროტესტი გრძელდება