ეროვნული უშიშროების საბჭოში ის ადგილია, სადაც ხელისუფლების ყველა შტო უნდა იყოს წარმოდგენილი

ტელეარხებმა არა თუ შეამცირონ პოლიტიკურ საკითხებზე დებატების დრო, არამედ გაზარდონ

პრაქტიკაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველა ის საკითხი, რომელზეც დღეს ვმსჯელობდით, აუცილებლად მოითხოვდა პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის წარმომადგენლების უშუალო და აქტიურ ჩართულობას , – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს 20 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საზეიმო მიღება პრეზიდენტის ავლაბრის სასახლეში დღეს გაიმართა და მას წინ უძღოდა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც ასევე პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა და რომელსაც მთავრობის წარმომადგენლები, მათ შორის პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა.
“ჩვენ ამ წუთში ვიმყოფებით ეროვნული უშიშროების საბჭოში, რომელიც მართლაც ის ადგილია, სადაც ხელისუფლების ყველა შტო უნდა იყოს წარმოდგენილი. დღევანდელი სხდომა ერთ-ერთი მშვენიერი მაგალითია ამისა და ჩვენ პრაქტიკაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველა ის საკითხი, რომელზეც დღეს ვმსჯელობდით, აუცილებლად მოითხოვს პრეზიდენტის, პრემიერის, პარლამენტის წარმომადგენლების უშუალო და აქტიურ ჩართულობას იმიტომ, რომ ეს არის რეფორმები და საკითხები, რომელიც არის გამჭოლი და რომლებიც ინიცირების შემთხვევაში საჭიროებს მხარდაჭერას, გადაწყვეტილების მიღებას სხვა ორგანოებში, ამიტომ დარწმუნებული ვარ ეს ორგანო ეროვნული უშიშროების საბჭო კიდევ უფრო უკეთესად შეასრულებს თავის ფუნქციებს მომავალში და გვექნება მსჯელობა და მოსწრებების შეჯერების შესაძლებლობა”, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაში,,იქმნებოდა განცდა, რომ უშიშროების საბჭო ემსახურებოდა რომელიმე კონკრეტული პირის უსაფრთხოებას”
შემდეგი სტატია,,ცალსახად ითქვა, რომ მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის სრული კოორდინაციაა”