ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტის მოწვევით, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 30 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში გაიმართება.

უშიშროების საბჭოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებულია სამი საკითხის განხილვა:

1. მზადება ნატო-ს ვარშავის სამიტისთვის;

2. რეგიონული უსაფრთხოების საკითხები;

3. უსაფრთხოების გარემო საოკუპაციო ხაზის მიმდებარე რაიონებში;

ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან საბჭოს მუდმივი წევრები.

banner
წინა სტატიაშიბათუმი 2016 – საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა
შემდეგი სტატიაე.წ კანონიერი ქურდი ავთანდილ ზუგდიდსკი დაკავებულია