ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა 15 სექტემბერს გაიმართება

15 სექტემბერს, 16 საათზე ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც განსახილველი თემები იქნება – სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცება და თავდაცვის სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები, -ამის შესახებ სა საქართველოს პრეზოდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებად ირინა იმერლიშვილის და გიორგი კვერენჩხილაძის დანიშვნას.

„ისინი ამ საპასუხისმგებლო საქმიანობას შეუდგებიან ოქტომბრის დასაწყისში – მოსამართლის ფიცის დადების შემდგომ. მანამდე, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი განაგრძობს თავის უფლებამოსილებას ამ თანამდებობაზე”,- აღნიშნა ეკა მიშველაძემ.

banner
წინა სტატიაშილუქსემბურგი უნგრეთის ევროკავშირიდან გარიცხვას მოითხოვს
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მოსახლეობას პრეზიდენტის არჩევის უფლება არ უნდა წაერთვას