ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში პრეზიდენტისთვის ადგილი გათვალისწინებული არ არის

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო იქმნება. საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან პრემიერმინისტრი, შინაგანს აქმეთა მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, საგარეო მინისტრი და ფინანსთა მინისტრიც, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და დაზვერვის სამსახური უფროსები.

როგორც გაირკვა, საბჭოში საქართველოს პრეზიდენტისთვის ადგილი გათვალისწინებული არ არის.
აღნიშნულთან დაკავსირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ უნდა მოიძებნოს კანონიერი გზა, რომლითაც პრეზიდენტი ამ ფორმატში მონაწილეობას შეძლებს.

„ვერ ვიტყოდი, რომ აქ განსხვავებული პოზიციაა, რა თქმა უნდა პრეზიდენტი ვერ იქნება აღმასრულებელი ხელისუფლების სათათბირო ორგანოს წევრი, თუმცა პრეზიდენტის კონსტიტუციური ვალდებულებებიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ უნდა გამოიძებნოს მისი მონაწილეობის ფორმატი. ამასთან დაკავშირებით დაგეგმილი გვაქვს კონსულტაციები პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტთან, რა და როგორ იქნება, ამაზე საუბარი კონსულტაციების შემდეგ შეიძლება” – განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

banner
წინა სტატიაშირუსთავში არასრულწლოვანზე ადევნებისა და გარყვნილი ქმედების საქმეზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიამღვდელმონაზონი ანდრია სარია: მეტის დაწერაც შეიძლება, მაგრამ გულში დასამარხად ესეც გვეყოფა…