ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვალდებულება ყოველ ხუთ წელში იქნება

ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვის ვალდებულება ყოველ ხუთ წელში იქნება. შესაბამისი ვალდებულება გათვალისწინებული იმ საკანონმდებლო ცვლილებებით იქნება, რომელიც პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება.

კანონპროექტში აღნიშნულია, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლება განხორციელდება კონცეფციის გადახედვის შედეგების გათვალისწინებით, საჭიროებისამებრ.

ამასთან, კონკრეტდება ისიც, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის გადახედვა და განახლება შესაძლებელი იქნება ნებისმიერ დროს ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითად ცვლილებისას.

banner
წინა სტატიაშიეუთო-ს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელში წერს
შემდეგი სტატიამარინა კალიურანდი – მადლობას ვუხდი საქართველოს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მნიშვნელოვანი ნაბიჯების ხელშეწყობისთვის