ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა

საქართველოს თავდაცვის ძალების 30 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიამ წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა.

საქართველოს თავდაცვის ინფორმაციით, იუნკერებს გამოცემა – „სამხედრო სამინისტროს სამხედრო საბჭოს სხდომის ოქმები (1919 წლის ივნისი-1920 წლის აპრილი)“ ავტორმა წარუდგინა.

„ისტორიკოსი დიმიტრი სილაქაძე იუნკერებს საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირებისა და ქართული ჯარის ჩამოყალიბების შესახებ ესაუბრა. მან მომავალი ოფიცრების კითხვებსაც უპასუხა და წიგნები საჩუქრად გადასცა.

წიგნი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სტამბაში, თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტისა და ეროვნული არქივის თანამშრომლობით დაიბეჭდა“,- აცხადებენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიჩიხლაძე – „ქართულ ოცნებას“ ჰგონია, რომ კანონის მიღებით ოპოზიციური პროტესტი შეწყდება
შემდეგი სტატიაირაკლი ქადაგიშვილი – საკანონმდებლო პროცესს „ნაცმოძრაობის” დღის წესრიგს ვერ დავუკავშირებთ