“ეროვნული სირცხვილი და კატასტროფა, R2-ის საქმეზე უზენაესის დასაბუთებას ურთმელიძისაც კი სჯობდა” – გვარამია

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია უზენაესი სასამართლო დიდი პალატის მიერ გადაწყვეტილების დასაბუთებას ეხმაურება.
“რ2ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის (!) გადაწყვეტილების დასაბუთება წავიკითხე.

ურთმელიძის დასაბუთებაც კი ჯობდა ბეეეევრად. ყველა სტუდენტს უნდა წააკითხო, რომ იცოდეს, როგორი არ უნდა იყოს სამართლებრივი ანალიზი.

ეროვნული სირცხვილი და კატასტროფაა”- წერს ნიკა გვარამია.

დიდი პალატის ცხრა მოსამართლე განჩინების ერთ-ერთ მოტივად იმ გარემოებას ასახელებს, რომ არ არსებობს პარტნიორებს შორის ნამდვილობის შეთანხმება, რაც წილის საკუთრების უფლებით გადასვლისთვის არის საჭირო.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი ნატო-ს გენერალურ მდივანს ნატო-ს 68 წლისთავს ულოცავს
შემდეგი სტატია„გამოდის, რომ ამ პროცესებში ყველაზე დასაბუთებული გადაწყვეტილება რეალურად ურთმელიძეს გაუკეთებია“ – R2-ის ადვოკატი