ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით იცრებიან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

იმერეთის რეგიონული სატყეო სამსახურის თანამშრომლები -16 მეტყევე ქუთაისის ოთარ ჩხობაძის სახელობის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში აიცრა.

„მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობა ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გავითავისოთ ვითარების სიმძიმე, მხოლოდ ამ გზით დავამარცხებთ პანდემიას და არ ვიქნებით რისკის შემცველი ირგვლივ მყოფთათვის. გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ასევე ერთმანეთის ჯანმრთელობას“, – განაცხადა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილემ ნათია იორდანიშვილმა.

ინფორმაცია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშისამცხე-ჯავახეთის რეგიონში ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბროშურების დარიგება დაიწყო
შემდეგი სტატიასასამართლომ ზურაბ ზვიადაურს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა