33.9 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

ეროვნული სატყეო სააგენტო: მაისში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოვლინდა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა მიმდინარე წლის მაისში სამართალდარღვევის 56 ფაქტი გამოავლინეს, საიდანაც 45 ფაქტი ხე-ტყის უკანონო მოპოვება და ტრანსპორტირებაა.

მათივე ცნობით, ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული სხვადასხვა სახეობის 45 კუბურ მეტრამდე საშეშე და სამასალე მერქანი, რომელიც სატყეო სააგენტოს „საქმიან ეზოებში“ დასაწყობდა.

„ქვეყნის მასშტაბით ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების ფაქტებიდან ხუთი სამართალდარღვევა გამოვლენილია იმერეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ, ხუთი – სამცხე-ჯავახეთის, ოთხი – რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის, 18 – ქვემო ქართლის, ერთი – მცხეთა-მთიანეთის, შვიდი – გურიის, ოთხი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, ხოლო ერთი – შიდა ქართლის სატყეო სამსახურის თანამშრომლების მიერ.

აღსანიშნავია, რომ სამართალდარღვევებიდან ორი ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შესაბამისად, მასალები, შემდგომი მოკვლევის მიზნით გადაგზავნილია სამართალდამცავ ორგანოებში. ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტების პარალელურად, გამოვლენილია სახელმწიფო ტყის თვითნებურად დაკავების 11 ფაქტი, აქედან რვა – შიდა ქართლის, ორი – კახეთის და ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. 2026 წლის იანვარ-მაისის პერიოდში, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების მიერ ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილია ხე-ტყის უკანონო მოპოვების 319 ფაქტი“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიIDF: ისრაელი მზადაა ირანთან კონფლიქტის გაგრძელებისთვის
შემდეგი სტატიაუკრაინამ რუსეთის ერთ-ერთი უდიდეს ნავთობსაცავს დაარტყა