ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ,,ქართული ოცნების“ მორიგი ნაბიჯი

პარტია „ქართული ოცნების“ 2025 წლის 17 ნოემბრის ინიციატივა ყოფილი სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი ადმინისტრაციულ-
ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის გაუქმების შესახებ, ეწინააღმდეგება
საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და წარმოადგენს რუსეთთან მიტმასნების
პოლიტიკის გაგრძელებას.

2007 წელს შექმნილი დროებითი ადმინისტრაციის შექმნა ემსახურებოდა ყოფილი
სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქისთვის საქართველოს სახელმწიფოს ფარგლებში
ავტონომიური სტატუსის განსაზღვრას, მისთვის ფართო პოლიტიკური
თვითმმართველობის მინიჭებისა, რათა უზრუნველყოფილიყო საქართველოს
სახელმწიფოში ოსი ხალხის კულტურული თვითმყოფადობა და რეგიონის პოლიტიკური
თვითმმართველობა. არსებული ჩანაწერი ნათლად წარმოაჩენდა კონფლიქტის
მშვიდობიანად მოგვარებისთვის სათანადო პირობების შექმნას.“

“ქართული ოცნების” მიერ ადმინისტრაციული ერთეულის გაუქმების მთავარ მიზეზად,
ისევე როგორც სხვა ყველა ცვლილების მოტივად, დასახელდა „ცხინვალის რეგიონში
ვითარების ესკალაციამდე და ომამდე მიგვიყვანა, გარე ძალების გეოპოლიტიკური
თამაში და საქართველოს გასაწირი პაიკის როლი”. სწორედ ამ მოტივით დაიწყო
გამოძიება ჩორჩანას საგუშაგოს აღმართვის ფაქტზეც, რომელშიც მთავარ დამნაშავედ
მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია დასახელდა და სისხლის
სამართლებრივი დევნაც დაიწყო.

სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების მთავარი აქტი, სწორედ
ქართული ოცნების დროებითი საგამოძიებო კომისიის მიერ მომზადებული დასკვნაა,
რომელშიც ჩორჩანის საგუშაგოს აღმართვა და კომისიის შეფასებით პარტია „ერთიანი
ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 2008 წლის ომის პროვოცირება, საქართველოს მიერ
ცეცხლის კერის ხელოვნურად გაჩენის კიდევ ერთ მცდელობად შეფასდა.

“ქართული ოცნება” ბოლო წლებში მიზან მიმართულად აწარმოებს ეროვნული
ინტერესების საზიანო მოქმედებებს და ცდილობს ყველა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარი,
რომელიც საერთაშორისო სასამართლოში კონფლიქტებთან მიმართებაში საქართველოს
გააჩნია, გააუფასუროს და ოკუპანტი რუსეთისთვის სასარგებლო მოქმედებები
განახორციელოს. 2015 წელს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო
რესპუბლიკას შორის გაფორმდა ალიანსისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულება.
გარდა ამისა, როგორც ჟენევის მოლაპარაკებების, ასევე სხვა პლატფორმებზე რუსეთი აკრიტიკებდა ალტერნატიული მთავრობის არსებობას და მოითხოვდა
ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებას. ქართული ოცნების 2025
წლის ინიციატივაც სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა. ეს მოქმედება ძირს უთხრის
საქართველოს ეროვნულ ინტერესებს და აჩენს კიდევ ერთი საფრთხეს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის არსებობასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიოქროს ფასი და ლარი/ევრო/დოლარის სტრატეგია – თიბისი კაპიტალი პუბლიკაციების სერიას აგრძელებს
შემდეგი სტატიააშშ-ის არმიის უმაღლესი ხელმძღვანელობა კიევში ჩავიდა