ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოური გავლენების შემცირება, რასაც მხარი დაუჭირა ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობამ, დემოკრატიის ძირის გამოთხრაა? – ზარქუა

ამ უსაგნო, უსაფუძვლო, უარგუმენტო სანქციებს პასუხი გასცა ევროკავშირის ამ არჩევნებმაც – გამოდის, რომ ეროვნული ინტერესების დაცვა, უცხოური გავლენების შემცირება, რასაც მხარი დაუჭირა ევროკავშირის მოსახლეობის უმრავლესობამ, დემოკრატიის ძირის გამოთხრაა? დაასანქცირეთ მაშინ ევროკავშირის მოსახლეობაც, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, დასავლეთის მიდგომა და მათ შორის, ევროპარლამენტის არჩევნები, „ქართულ ოცნებას” კიდევ ერთხელ არწმუნებს, რომ სწორ გზაზე მიდიან.

„სანქციებს გვიწესებენ დამოუკიდებელი სახელმწიფოს ლეგიტიმური პარლამენტის წევრებს რის გამო? კანონის გამო. თან კანონი, რომელიც მათთან უფრო მეტი სიმკაცრით არის. ეხება მათთან ყველა ფიზიკურ, იურიდიულ პირს. საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც გულისხმობს წელიწადში ერთხელ გიგაურებმა, ლომჯარიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა დეკლარაცია შეავსონ და გააგრძელონ მუშაობა. ამის გამო? ჩვენი სამართალდამცველებიც(დაასანქცირეს), რის გამო, წესრიგი რომ დაიცვეს? პარლამენტი შტურმით რომ არ ავაღებინეთ ამ რადიკალებს? თეთრ სახლზე თავდასხმის დროს რომ 5 ადამიანი შემოგაკვდათ, რა უნდა ვქნათ, როგორ უნდა შევაფასოთ? ეს თქვენი მიდგომა, კიდევ ერთხელ გვაძლიერებს, გვარწმუნებს, როგორც ეს ევროკავშირის არჩევნები, რომ სწორ გზაზე მივდივართ,” – განაცხადა ზარქუამ.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტში ყველაზე დიდი პოლიტიკური გაერთიანება ისევ ევროპის სახალხო პარტია იქნება
შემდეგი სტატიაბიჭებო, პრობლემა თქვენს უსამართლო დამოკიდებულებაშია – პოლიტიკა 10.06.2024 / 12:28აა ირაკლი ზარქუა ბაიდენსა და მაკრონს