ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პროცესს სოფო გორგოძე ადგილზე გაეცნო

ერთიანი ეროვნული გამოცდების რეგისტრაციის პროცესს 175-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში გაეცნო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე.

„დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. მინდა, წარმატება ვუსურვო ყველა აბიტურიენტს. დილის 08:00 საათზე საქართველოა მასშტაბით გაიხსნა 24 საგამოცდო ცენტრი და უკვე 08:00 საათიდან მობრძანდნენ აბიტურიენტები. ისინი პირველ რიგში განთავსდებიან დისტანციის დაცვით ეზოში, შემდეგ ეტაპობრივად გადავლენ სექტორებში. სექტორებში შესვლის წინ, რა თქმა უნდა, გაივლიან დეზობარიერს, თერმოსკრინინგს და ამის შემდეგ მოხდება მათი შემოწმება დაცვის პოლიციის მიერ, რომ არ შეყვეთ რომელიმე ნივთი, რომელიც არ არის დაშვებული. 09:00 საათზე დაიწყება გამოცდა ყველა საგამოცდო ცენტრში. სტატისტიკას მოგაწვდით მოგვიანებით, ერთი საათის განმავლობაში მიმდინარეობს რეგისტრაციის პროცესი. შემდეგ, ეს პროცესი რომ დასრულდება, სტატისტიკას მოგვიანებით მოგაწოდებთ“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.

რაც შეეხება ოკუპირებული ტერიტორიიდან აბიტურიენტების საკითხს, სოფო გორგოძის თქმით, მათთვის არსებობს ჩარიცხვის ალტერნატიული წესი.

„ასე რომ, ისინი თუ ვერ მოახერხებენ დღეს გამოცდაში მონაწილეობას, ამ ალტერნატიული წესით ჩაირიცხებიან. ამ კუთხით მათ პრობლემა არ ექნებათ“, – აღნიშნა სოფო გორგოძემ.

banner
წინა სტატიაშისურამში ქმარმა ცოლი მოკლა
შემდეგი სტატიაპიტერ სიიარტო : თქვენი მთავრობა ყოველთვის პოზიტიურად უდგებოდა „ვიზეარის“ მუშაობას საქართველოს ტერიტორიაზე, დროის საკითხია, „ვიზეარი“ აუცილებლად იპოვის თავის ადგილს