ოლიგარქ ივანიშვილის განათლების მინისტრი გივი მიქანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, “განათლების რეფორმის” შესახებ საუბრისას ამბობს, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდების არათუ შეცვლა ან გაუქმება, გადახედვაც კი არ დამდგარა დღის წესრიგში:
“ეროვნულ გამოცდების მიმართ არის საზოგადოების ძალიან მაღალი სანდოობა. შესაბამისად, ამ ეტაპზე რაიმე საკითხი დღის წესრიგში იმის შესახებ, რომ ეროვნული გამოცდები გადაიხედება და ეროვნულ გამოცდებს ჩაანაცვლებს რაიმე სხვა გამოცდები, ეს დღის წესრიგშიც კი არ დგას, ამიტომ, ჩვეულებრივად, ჩვენ ვაგრძელებთ იმ სისტემით ახალგაზრდების ცოდნის გამომჟღავნების შესაძლებლობის მიცემას, რასაც ეროვნული გამოცდები იძლევა”, – თქვა მიქანაძემ.
















