ეროვნული გამოცდები შესაძლოა გაზაფხულზე ჩატარდეს – ჩხენკელი

მომდევნო ეროვნული გამოცდები შესაძლოა, ზაფხულის ნაცვლად გაზაფხულზე ჩატარდეს – ამის შესახებ განცხადება, განათლების მინისტრმა 175-ე საჯარო სკოლაში გახსნილ ერთ-ერთ საგამოცდო ცენტრში გააკეთა.
მიხეილ ჩხენკელის თქმით, საკითხის განხილვა აქტიურად მიმდინარეობს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2018 დღეს დაიწყო.
„ივლისში არ უნდა ტარდებოდეს ეროვნული გამოცდები. მოსაზრება ჩემი გახლავთ ის, რომ შესაძლებელია ეროვნული გამოცდების ჩატარება გაზაფხულზე. მომავალი წლიდან ვიხილავთ სწორედ ამ მიმართულებას.
ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ გამოცდებმა ჩაიარონ ნორმალურ ვითარებაში“-აცხადებს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი.
დღეს პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ. ძლიერი სიცხეების გამო საგამოცდო ცხრილში რამდენიმე დღის წინ ცვლილებები შევიდა და ყველა აბიტურიენტი პირველ ორ გამოცდას მხოლოდ დილის საათებში აბარებს.

banner
წინა სტატიაშიერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო
შემდეგი სტატიამარგველაშვილი არის აბსოლუტური ლაჩარი… თუ ელემენტარული ვაჟკაცობა აქვს, დამიბრუნოს საქართველოს მოქალაქეობა – სააკაშვილი