ეროვნული ბიბლიოთეკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის განცხადებით, ბიბლიოთეკის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამ თემაზე მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა.

ეროვნული ბიბლიოთეკა, ჯანდაცვის უწყებებთან და მსოფლიოს საუკეთესო ბიბლოთეკებთან კოორდინაციით, მუშაობდა ვიწრო კლასტერული პრინციპით, წესების ზედმიწევნით დაცვით და ინფიცირებულის კონტაქტ-ჯგუფი, სავარაუდოდ, ფართო არ არის – მით უფრო პიროვნება თითქმის კვირაა, რაც თვითიზოლაციაში იმყოფება, – წერს გიორგი კეკელიძე.

მისი თქმით, ეროვნული ბიბლიოთეკა დაწესებული, შეზღუდული სამუშაო განრიგით აგრძელებს მუშაობას.

შეგახსენებთ, რომ გასულ 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელა 246 ადამიანი, ხოლო 11 კი გარდაიცვალა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

კორონავირუსით ინფიცირებულია -15 327
გამოჯანმრთელებულია – 7 613
მათ შორის გარდაცვლილია – 124
კარანტინის რეჟიმში რჩება – 5 721
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 042
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია – 41 პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, მათგან გამოჯანმრთელდა, თითქმის, 29 მილიონი ადამიანი და გარდაიცვალა 1 მილიონზე მეტი.

banner
წინა სტატიაშიურთიერთშეთანხმების მემორანდუმი 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შესახებ
შემდეგი სტატია41 წლის ქალის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მოკვლევა მიმდინარეობს