ეროვნული ბიბლიოთეკაში ესეების კონკურსი „წიგნიერის “ გამარჯვებულები თიბისი ბანკმა და ‘საბამ’ დააჯილდოვეს

15 მაისს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის პროექტი „წიგნიერი“ წელს უკვე მეოთხედ ჩატარდა და ელექტრონული წიგნების სახლ “საბას” და თიბისი ბანკის მხარდაჭერით პირველად გასცდა თბილისის ფარგლებს. მასში მონაწილეობა მოსწავლეებმა ქუთაისიდან და ამბლორაურიდანაც მიიღეს.

„წიგნიერს“ ეროვნულ ბიბლიოთეკასთან ერთად, წელს ელექტრონული წიგნების სახლ „საბამ“ სამ გამარჯვებულს ელექტრონული წიგნები და სხვა საჩუქრები გადასცა.

კონკურსანტების ტექსტები ასევე გამოაქვეყნება saba.com.ge-ზე. საბას რამოდენიმე ნომინანტი კონკურსის ჟიურის წევრიც იყო.

დაჯილდოების მოსწავლეებისთვის მოხდა თიბისის პროექტ ‘ქართულად’ წარდგენაც, რომელიც მიზნად ისახავს Microsoft-ის კომპიუტერული პროგრამებისთვის ქართული ენის სწავლებას.

კონკურსში, რომლის მიზანი სკოლის მოსწავლეებში კითხვის პოპულარიზაციაა, X და XI კლასის მოსწავლეებმა სამი შერჩეული ცნობილი ნაწარმოების მიხედვით, 26 აპრილს გამართულ კონკურსზე ესეები დაწერეს.

წელს კონკურსისთვის სამი ნაწარმოები ; კნუტ ჰამსუნის „შიმშილი“, ალბერ კამიუს „დაცემა“, და გურამ რჩეულიშვილის „შპილკა“ შეირჩა.

banner
წინა სტატიაშიგიგი წერეთელი პეტრო პოროშენკოს შეხვდა
შემდეგი სტატიაენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით მატარებლები ,,ბლექ სი არენაზე” გაჩერდებიან