ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის ვინაობა დღეს გახდება ცნობილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის პროცესი დასრულდა.

წარდგენილი კანდიდატების ვინაობას ადმინისტრაციაში დღეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი 18:00 საათზე დანიშნულ ბრიფინგზე დაასახელებს.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატების შერჩევის პროცესი ექსპერტების და არასამთავრობო სექტორის მონაწილეობით რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უძღვებოდა.

banner
წინა სტატიაშივირუსული ინფექციების მქონე პაციენტებისთვის ისანი-სამგორის რაიონში საოჯახო მედიცინის ცენტრი ამოქმედდა
შემდეგი სტატიადიდთოვლობის გამო პრობლემები შეექმნათ მცხეთის რაიონის მცხოვრებლებს