ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები ცნობილია

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსების განაკვეთი გაზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები კობა გვენეტაძე, მაია მელიქიძე და გიორგი ბაქრაძე არიან. ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაახმაურეს. ამით ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის შერჩევის მორიგი ეტაპი დასრულდა. ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი კრიტერიუმები – პროფესიული განათლება, პროფესიული კვალიფიკაცია და პოლიტიკური მიუკერძოებლობა იყო.

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის აღნიშნულ კანდიდატებს და ექსპერტთა მოსაზრებებს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი საქართველოს პრეზიდენტს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, დღეს წარუდგენს.

banner
წინა სტატიაშიინგლისში ქალთა წინადაცვეთის მსხვერპლთ ფსიქოლოგი დაეხმარება
შემდეგი სტატიატაივანში დაღუპულების რიცხვი 35-მდე გაიზარდა