ეროვნული ბანკის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტი ბანკის წლიურ ანგარიშს თებერვალში მაინც მოისმენს

გიორგი ქადაგიძე:-„როგორც კი აჟიოტაჟი დასრულდება, ეს ყველაფერი დაუბრუნდება სტაბილურ, ნორმალურ მარჟებს, რომელიც მანამდე იყო

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დეპუტატ თამაზ მეჭიაურის განცხადებით გაკვირვებულია. ამის შესახებ ქადაგიძემ “ბიზნესკონტაქტთან” საუბარში განაცხადა.

“საკმაოდ გაკვირვებული დავრჩი იმით, რაც საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარისგან მოვისმინე, რომ ეს საკითხი საინტერესო აღარ არის. შეგახსენებთ, რომ ერთ წელზე მეტია საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გვემუქრებიან. ალბათ, უფრო სერიოზულები რომ ვიყოთ, ეს ტრიბუნა მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული, რაც, პირველ რიგში, საინტერესოა მოსახლეობისა და დეპუტატებისთვის. ძალიან რთული ეკონომიკური გამოწვევების ფონზე, რაც ჩვენ ქვეყანას აქვს და იმ გამოწვევების ფონზე, რაც ვითარდება რეგიონში, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გასაკვირია ის, რომ რიგ დეპუტატებს არ აქვთ სურვილი, მოისმინოს ეროვნული ბანკის ანგარიში. მით უმეტეს, რომ ჩვენი ყველა პროგნოზი პრაქტიკულად გამართლდა. პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოდიან საქართველოს გამოცდილების გასაზიარებლად, ამიტომ ეს უნდა იყოს, ალბთ, მთავარი ტრიბუნა, სადაც განვიხილავთ ყველა მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხს. ამიტომ მე მაქვს კომუნიკაცია პარლამენტის თავმჯდომარესთან და იმედს გამოვთქვამ, რომ თებერვლის პირველივე კვირაში მოხდება ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა”, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
პარლამენტმა 2015 წლის საქმიანობა ისე დაასრულა, რომ პლენარული სხდომის ფორმატში არც ეროვნული ბანკის და არც აუდიტის სამსახურის ყოველწლიური ანგარიში არ მოისმინა.

banner
წინა სტატიაში“აზერბაიჯანის მოვლენები საქართველოზე მინიმალურად აისახება”
შემდეგი სტატიაშენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ახალი წესები 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება