ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბანკების მფლობელები ივანიშვილთან ერთად აუცილებლად დასხდებიან საბრალდებო სკამზე

„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბანკების მფლობელები ივანიშვილთან ერთად აუცილებლად დასხდებიან საბრალდებო სკამზე,“ – ეს განცხადება, საქართველოს “ლეიბორისტული” პარტიის თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებას შალვა ნათელაშვილი მმართველი გუნდის პოლიტიკას უკავშირებს.

„ქართული ოცნების მმართველობის 6 წლის მანძილზე სამ მილიარდ ნახევარზე მეტია ჩვენგან წაგლეჯილი. ეს არის უდიდესი საერთაშორისო საფინანსო დანაშაული და სპეციალური საფინანსო ტრიბუნალის შექმნა გარდაუვლად ელოდება ივანიშვილს და მის ბანდას,“ – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღეს ერთი დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში უკვე 2 ლარი და 64 თეთრია. ბოლო 5 დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა უკვე 11 თეთრით გაუფასურდა.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის მხრიდან საქართველოს აქვს უპრეცედენტოდ მაღალი დონის მხარდაჭერა – დავით ზალკალიანი
შემდეგი სტატიაანა მიქელაძე – ცესკოს დისკრედიტაციის მცდელობას უკვე კამპანიური ხასიათი მიეცა