“ის, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით სალომე ზურაბიშვილი სწორად იქცევა, ეს ფაქტი არ ათავისუფლებს მას ოპოზიციის მხრიდან კრიტიკისაგან, როცა შეცდომები მოსდის.
ეროვნული ბანკის დანგრევაში დიდი წვლილი მიუძღვის ქალბატონ სალომეს. დღეის მდგომარეობით ეროვნული ბანკის საბჭოში დარჩენილი ხუთივე წევრი არის მის მიერ წარდგენილი( მეექვსეს ვადა გასდის პირველ დეკემბერს და ის სათვალავში არ არის). საბჭოს ხუთი წევრი თავიანთი პიროვნული თვისებებიდან გამომდინარე( ზოგიერთის კვლიფიკაციაც უკიდურესად დაბალია), ეროვნულ ბანკს მთლიანად დაუკარგავს დამოუკიდებლობას და დააბრუნებს შევარდნაძის ხანაში, როდესაც იგი ფორმალურად დამოუკიდებელი, რეალურად მთავრობის საფინანსო განყოფილება იყო. რა მოჰყვა ამას, ყველამ კარგად იცის.
რაც შეეხება ფარცხალაძისათვის მოქალაქეობის ჩამორთმევის პროცესის უაზრო არგუმენტებით შეჩერებას, ეს აზიანებს მას, ოპოზიციას და ყველას, ვინც დღეს იბრძვის ქვეყნის ევროკავშირში გასაწევრიანებლად. თუ ვის ვებრძვით გასაგებია-ივანიშვილის რეჟიმს და სწორედ ამ რეჟიმს აძლევს იგი დამატებით და ამ შემთხვევაში მათი მხრიდან სავსებით სწორ არგუმენტს, მასზე მორიგი თავდასხმის განსახორციელებლად.
კვალიფიციური მრჩევლობის არყოლა ან თუ ჰყავს, მათი არმოსმენა, პრეზიდენტის კიდევ ერთ, საკმაოდ საზიანო სუსტ მხარეს წარმოადგენს.” – წერს რომან გოცირიძე.