ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე – ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადება

region
ავტ.: region აგვისტო 6, 2019 12:24

ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე – ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტის განცხადება

მასშტაბურად გაუფასურებული ლარი – „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და განაგრძოს სავალუტო ინტერვენციები. სოსო ფხაკაძე განცხადებას ავრცელებს, სადაც ქვეყანაში არსებულ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზეა საუბარი.

ფხაკაძე აცხადებს, რომ საქართველოს შიდა სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარება შემაშფოთებელია, მაშინ როდესაც მისი თქმით, მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ განაპირობებენ სავალუტო კურსის ასეთ დინამიკას.

“ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი, ფისკალური დისციპლინის ჩათვლით, არის ჯანსაღი. მიუხედავად ამისა, ლარის კურსის ის ნიშნული, რაც დღეს გვაქვს არანაირად არ ასახავს სინამდვილეში არსებულ მაკროეკონომიკურ სიჯანსაღეს. ამას გარდა, ვფიქრობთ ობიექტურია ითქვას, რომ საგარეო შოკი დღეს სახეზე არ გვაქვს. ყველა სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში გამყარებულია ეროვნული ვალუტა. ამის პარალელურად, მოლოდინი, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ ორ ქვეყანას შორის ავიარეისების აკრძალვა გადაიზრდებოდა სავაჭრო ემბარგოში, საბედნიეროდ არ გამართლდა. რაც შეეხება ტურისტულ ნაკადებს: როგორც ცნობილი გახდა, მიმდინარე წლის ივლისის თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით დაფიქსირდა ტურისტული ნაკადების მატება. ამ ყველაფრის ფონზე, ცალსახაა, რომ დღეისათვის შიდა სავალუტო ბაზარზე მოქმედ ლარის გაცვლით კურსში დევს “მოლოდინების პრემია” რაც განპირობებულია ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი მთელი რიგი ნეგატიური მოლოდინებით. ასეთ დროს, მიუხედავად იმისა, თუ რა სახის გაცვლითი კურსის რეჟიმი არსებობს ქვეყანაში, ცენტრალური ბანკი, ბუნებრივია, უნდა ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე და გააკეთოს ინტერვენცია უცხოური ვალუტის მიმართ,”-ნათქვამია ფხაკაძის განცხადებაში.

region
ავტ.: region აგვისტო 6, 2019 12:24

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


13,137
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics