21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

ეროვნული ბანკი სესხის გამცემი სუბიექტებისთვის ჯარიმებს მკვეთრად ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, „სესხის გამცემი სუბიექტისთვის ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესში“ ცვლილებები შევიდა, რომლებიც ძალაში 2026 წლის 1-ელი სექტემბრიდან შევა. ახალი რეგულაციით, სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის სხვადასხვა ტიპის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დარღვევებზე სანქციები მნიშვნელოვნად იზრდება.

ცვლილებების მიხედვით, ფინანსური ანგარიშგების, მოთხოვნილი დოკუმენტაციის ან არაზუსტი ინფორმაციის წარდგენისთვის/წარუდგენლობისთვის სუბიექტები თითოეულ ფაქტზე 1 000 ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო წერილობითი მითითების განმეორებით შეუსრულებლობისთვის სანქცია 10 000 ლარამდე გაიზრდება. აქტივ-ვალდებულებებისა და შემოსავალ-ხარჯების აღურიცხაობა 5 000 ლარით დაჯარიმდება, ხოლო რეგისტრაციისა და რეგულირების წესების დარღვევისთვის ჯარიმები 10 000-დან 20 000 ლარამდე განისაზღვრა.

სანქციები მკაცრდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის მიმართულებითაც: საეჭვო ოპერაციების გამოსავლენი და სანქცირებულ პირთა იდენტიფიცირების პროგრამული სისტემის არქონის (ან ხარვეზიანი მუშაობის) შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარი იქნება, ხოლო საერთაშორისო სანქციების რეჟიმის დარღვევით ან გვერდის ავლით განხორციელებულ თითოეულ ოპერაციაზე ორგანიზაციებს 10 000 ლარის გადახდა მოუწევთ.

banner
წინა სტატიაშიაღსრულების ბიუროში გამოსახლების 602 საქმეა, რომელთა აღსრულებაც 2022 წლამდე დაიწყო
შემდეგი სტატიათიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა