ეროვნული ბანკი სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის

კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისისა და ლარის მკეთრი გაუფასრების ფონზე, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარი გაიყიდება.

ამ ეტაპზე ოფიციალური კურსით, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.0807 ლარია. ბოლო პერიოდში კი ეროვნული ვალუტა, ლარი დოლართან დაახლოებით 30 თეთრით გაუფასურდა.

ამავდროულად ლარის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულმა ბანკმა 13 მარტს სავალუტო რეზერვიდან 20 მილიონი აშშ დოლარი გაიყიდა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში​ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული პირველი პაციენტის შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზეც დაიდო
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე : იმ მონაკვეთებზე, სადაც მგზავრების მოჭარბებული რაოდენობა შეინიშნება, ავტობუსები დაემატება