16.8 C
Tbilisi
სამშაბათი, სექტემბერი 8, 2026
banner

ეროვნული ბანკი აშშ-ის მიერ დასანქცირებულ კომპანიაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანიის დასანქცირების ფაქტს ეხმაურება და განმარტავს, რომ აღნიშნულ სუბიექტს სებ-ისთვის რეგისტრაციის თაობაზე არ მიუმართავს.

„ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისის (OFAC) მიერ სანქცირებულ სუბიექტს — შპს «შელბითს» (SHELBIT) — ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერად რეგისტრაციის თაობაზე საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მოუმართავს. შესაბამისად, ის არ წარმოადგენს სებ-ის მიერ რეგულირებულ სუბიექტს. ამასთან, სამეწარმეო რეესტრის მონაცემების თანახმად, აღნიშნულ კომპანიას გაუქმებული აქვს რეგისტრაცია“, — აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში.

მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, სებ-ის ჩარჩო აწესებს მკაცრ მოთხოვნებს, რაც უკანონო საქმიანობასთან დაკავშირებული სუბიექტებისთვის მნიშვნელოვან ფილტრს წარმოადგენს. უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ ვირტუალური აქტივის სერვისის პროვაიდერების მარეგულირებელი ჩარჩო სრულად შეესაბამება FATF-ის სტანდარტებს, რაც ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (Moneyval) შეფასებითაც დასტურდება.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა საქართველოში დაფუძნებული კრიპტოკომპანია 8 აგვისტოს დაასანქცირა. ამერიკული მხარის ცნობით, გამოაშკარავდა კრიპტოვალუტის ფარული ქსელი, რომელსაც ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ საერთაშორისო სანქციებისთვის გვერდის ავლით იყენებდა.

banner
წინა სტატიაშიბულგარეთის ტერიტორიაზე დრონის აფეთქების გამო უკრაინის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
შემდეგი სტატიათავდამსხმელის პასუხისმგებლობის ნაცვლად — ორწლიანი პაუზის შემდეგ ბრალს ნიკა მელიას მხარდამჭერებს უყენებენ