ეროვნული ბანკი ასეულ მილიონობით დოლარებს ყიდის, ლარი კი უფასურდება

ეროვნული ბანკი ასეულ მილიონობით დოლარებს ყიდის, ლარი კი უფასურდება.
რა ფულით ყიდულობენ კომერციული ბანკები ეროვნული ბანკის მიერ გასაყიდად გამოტანილ დოლარებს? ავიღოთ გუშინდელი მაგალითი: გამოიტანა ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად 40 მილიონი დოლარი სავალუტო აუქციონზე. იმავე დღეს, ეროვნული ბანკი
აძლევს კომერციულ ბანკებს ე. წ. რეფინანსირების სესხს ლარებში. ამ ფულით კომერციული ბანკები ყიდულობენ ეროვნული ბანკიდან დოლარებს, ანუ ეროვნულმა ბანკმა საკუთარი ლარით იყიდა საკუთარი დოლარი.
დღეს კვლავ იქნება ლარის გაუფასურების რისკი, რადგან ლარის მასა იგივეა, ხოლო ნაყიდ ვალუტას ბანკები შემოინახავენ ან ძვირად გაყიდიან არასახარბიელო პროგნოზების გამო.
ეროვნული ბანკი ტექნიკურადაც კი ვერ ართმევს თავს ინტერვენციებით მანიპულირებას. მუდამ რომ აგვიანებს, ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია – წერს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში კორონავირუსის 179 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ათი პაციენტი
შემდეგი სტატიასაქართველოს პრემიერ-მინისტრი საუდის არაბეთის ტურიზმის მინისტრს შეხვდა