ეროვნული ბანკი Альфа-Банк-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსების განაკვეთი გაზარდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც

ეროვნული ბანკი Альфа-Банк-ის საქართველოში შესაძლო შემოსვლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

საბანკო საქმიანობის ლიზენციის მისაღებად Альфа-Банк-ს საქართველოს ეროვნული ბანკისთვის არ მიუმართავს.

„ასევე მცდარია ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ “კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” ფინანსურ აუდიტს ფრანგული აუდიტორული კომპანია სწავლობს და მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთებს Альфа-Банк-ი შემოსვლასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას.

იმისთვის, რომ აუდიტორულმა კომპანიამ ჩაატაროს ფინანსური აუდიტი, საჭიროა ბანკისგან მიიღოს ბუღალტრული დოკუმენტაცია. ასეთი მოთხოვნა, მითუმეტეს “კავკასიის განვითარების ბანკი – საქართველოს” 2016 წლის ფინანსური მაჩვენებლების წარდგენა რომელიმე აუდიტორული კომპანიისთვის არ მომხდარა.

შესაბამისად, ინფორმაცია “კავკასიის განვითარების ბანკ – საქართველოში” აუდიტის შესვლასთან დაკავშირებით ასევე არასწორია“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიEBRD-ი საქართველოსთან მიმართებაში ახალ სტრატეგიას ამტკიცებს, რომელიც მთავრობის რეფორმების 4-პუნქტიან გეგმას ეყრდნობა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო კომისია ყველა ვარიანტში საკანონმდებლო ფორმატში უნდა შექმნილიყო