ეროვნული ამოცანაა, თავისუფალი სამყაროსკენ სვლა, რაც მარტო ივანიშვილის გარეშე გამოვა – ბოკერია

“მთავარი ფოკუსი, რა თქმა უნდა, არის პუტინის რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ და უკრაინის მხარდაჭერა, მაგრამ უფრო ფართო კონტექსტში ეს არის მსჯელობა იმაზე, როგორ უნდა დაიცვას თავისუფალმა სამყარომ თავი პუტინის დამარცხებასთან ერთად და როგორ უნდა იყოს ახალი არქიტექტურა უსაფრთხოების. აქ, ჩვენი, საქართველოს მოქალაქეების მთავარი გამოწვევა კი არა, გამოწვევაზე და პრობლემაზე უარესი არის ის, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან ქართული საზოგადოების წარმომადგენლები არიან, აქ არათუ არ არის საქართველოს მთავრობა, ჩვენი მთავრობა არ არსებობს დღის წესრიგში, როგორც აქტიური მოთამაშე, რომელიც ცდილობს, რომ საქართველო ამ ახალი არქიტექტურის პირობებში იყოს დაცული, თავისუფალი ქვეყანა, რადგან ჩვენს დღევანდელ რეჟიმს აქვს ამოცანა მხოლოდ საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება, ჩვენი ქვეყნის ინტერესების და პუტინიზმის გაძლიერების ხარჯზე. ამიტომ, ჩვენი ეროვნული ამოცანა, ყველა საქართველოს მოქალაქეს, განურჩევლად მათი პოლიტიკური სიმპატიებისა, ჩვენი მომავლის და თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად, არის, რომ წინ წავიდეთ თავისუფალი სამყაროსკენ, ოღონდ ეს შესაძლებელია მხოლოდ ივანიშვილის რეჟიმის გარეშე. ამიტომ, ყველას, ვისაც უნდა, რომ ამაში წვლილი შეიტანოს საკუთარ მომავალსა და შვილების მომავალში, ჯერ ნაბიჯი უნდა გადადგას ამ რეჟიმის შესაცვლელად.” – თქვა ევროპული საქართველოს თავჯდომარემ, გიგა ბოკერიამ კოპენჰაგენის 2022 წლის დემოკრატიის სამიტიდან.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის სამხედრო ძალებმა ლუგანსკში ვაგნერის ჯგუფის ბაზა გაანადგურეს – გაიდაი
შემდეგი სტატიახელისუფლება ახლა ტესტავს გზავნილებს, რომლებიც იქნება კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილების შემდეგ – ისინი ემზადებიან უარის თქმისთვის – ხუხაშვილი