ეროვნულ სკრინინგ ცენტრში ოჯახის ექიმებისთვის ტრენინგი ჩატარდა

ეროვნული სკრინინგ ცენტრი, ახალი პროექტის ფარგლებში, ტრენინგების ჩატარებას განაგრძობს. ამჯერად, სადაზღვევო კომპანია „ირაოს“ ოჯახის ექიმებმა სკრინინგ ცენტრის მუშაობის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიიღეს.

პროექტი გულისხმობს ოჯახის ექიმების ჩართვას კიბოს სკრინინგულ პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა ჰიბრიდულ-ციფრული და ფიზიკურ ფორმატში შეხვედრა.

ოჯახის ექიმებს მიეწოდათ ინფორმაცია კიბოს სკრინინგის პროგრამის მნიშვნელობასა და პაციენტების სკრინინგის პროგრამაში ჩართვაზე. ასევე, ექიმებს საშუალება ჰქონდათ, ადგილზე გასცნობოდნენ ეროვნული სკრინინგ ცენტრის მუშაობის სპეციფიკას და იმ პროცედურებს, რასაც სკრინინგში მოსული პაციენტი გადის.

აღნიშნულ პროექტს ეროვნული სკრინინგ ცენტრი სადაზღვევო კომპანია „ირაოსთან“ ერთად ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური ცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიარაც გუშინ ვნახეთ, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტერესებს – ხოშტარია ბათუმში დაკავებებზე