“ეროვნულ ღირსებაზე მიფურთხებაა, რაც საქართველოს მთავრობამ გააკეთა” -კანდელაკი ლუჟკოვის ვიზიტზე

საპარლამენტო უმცირესობა ხელისუფლებას კანონისა და ეროვნული ინტერესების უგულებელყოფაში ადანაშაულებს. “ევროპული საქართველოს” წევრები მოსკოვის ყოფილი მერის საქართველოში ვიზიტს ეხმაურებიან. გიორგი კანდელაკი ამბობს, რომ იური ლუჟკოვი აქტიურად იბრძოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის და ის დღეს ხელისუფლება ქვეყანაში უპრობლემოდ შემოუშვა.

პარტიის ლიდერები აქცენტს ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევაზე ამახვილებენ.

„იური ლუჟკოვი აქტიურად იღწვოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის, იგი არ სცემს პატივს საქართველოს დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას. თავი რომ დავანებოთ კანონმდებლობას, რომელიც მან რა თქმა უნდა, დაარღვია. თუ რამეს შეესატყვისება ეროვნულ ღირსებაზე მიფურთხება, სწორედ ის არის რაც გააკეთა საქართველოს მთავრობამ,“ – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი გიორგი კანდელაკი.

banner
წინა სტატიაშივაკის პარკში „ღამის მგლები” მივიდნენ
შემდეგი სტატია“ღამის მგლების” წევრი ჟურნალისტებს: “… თქვენ თვალებში ვხედავ, რომ მატყუებთ… მე თქვენმა სასაზღვრომ შემომიშვა და რა უნდა ვიფიქრო?“