25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ბარიერის გადალახვა აბიტურიენტებს ყველაზე მეტად ფიზიკასა და ბიოლოგიაში გაუჭირდათ

სტატისტიკას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური ბარიერის გადალახვა აბიტურიენტებს ყველაზე მეტად ფიზიკასა და ბიოლოგიაში გაუჭირდათ. 31.69% -მა ფიზიკის, 31.42% -მა კი ბიოლოგიის გამოცდა ვერ ჩააბარა. მესამე ადგილზეა ზოგადი უნარები აზერბაიჯანულ ენაზე – 31.2% -ით.

• ქართულ ენასა და ლიტერატურაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 96.77 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.23 % -მა.

• ზოგადი უნარები (სომხურ ენაზე) – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 77.55 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 22.45 % -მა.
ზოგადი უნარები (აზერბაიჯანულ ენაზე) – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 68.8 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 31.2 % -მა.

• ინგლისური ენა – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 96.68 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.32 % -მა.

• რუსული ენა – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 93.93 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 6.07 % -მა.

• გერმანული ენა – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 96.79 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 3.21 % -მა.

• ფრანგული ენა – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 95.24 % -მა.ვერ გადალახა აბიტურიენტთა 4.76 % -მა.

• მათემატიკა – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 82.52 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 17.48 % -მა.

• ისტორია – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 95.76 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 4.24 % -მა.

• გეოგრაფია – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 76.7 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 23.3 % -მა.

• ბიოლოგია – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 68.58 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 31.42 % -მა.

• ქიმია – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 73.64 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 26.36 % -მა.

• ფიზიკა – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 68.31 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 31.69 % -მა.

• ლიტერატურა – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 98.55 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 1.45 % -მა.

• სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 92.68 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 7.32 % -მა.

• სამოქალაქო განათლება – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 88.34 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 11.66 % -მა.

• ოსური ენა – მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა აბიტურიენტთა 100 % -მა. ვერ გადალახა აბიტურიენტთა 0 % -მა.

banner
წინა სტატიაშიმთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს
შემდეგი სტატიაბათუმში გარდაცვლილი რუსეთის მოქალაქის ოჯახი დაზარალებულად ცნობას და მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს