“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისის გაქურდვაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა

“ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის” ოფისის გაქურდვაში მონაწილე პირების იდენტიფიცირება ამ დრომდე ვერ მოხერხდა. პარტიის ოფისი, სავარაუდოდ, გამთენიისას გაქურდეს.
არსებული ინფორმაციით, პარტიის ოფისის გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერებიდან არცერთი არ მუშაობს.

ერთ-ერთი სავაჭრო ობიექტის მფლობელი ამბობს, რომ გუშინ სამართალდამცავები გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერით დაინტერესდნენ, თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიგეს, რომ კამერა არ მუშაობდა, ტერიტორია დატოვეს.

ობიექტის მფლობელის თქმით, სამართალდამცავებმა თქვეს, რომ კამერის ჩანაწერზე კონკრეტული პირის გადაადგილების ნახვა სურდათ.

ედპ-ს წარმომადგენლების თქმით კი, ოფისიდან წაღებულია ტექნიკა, სადაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია ინახებოდა. ჯამში, წაღებულია 5 კომპიუტერი.

პარტიის თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა ამბობს, რომ ეს არის პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი ქურდობა, რადგან მისივე განცხადებით, ოფისიდან არ არის წაღებული ძვირადღირებული ტექნიკა.

მათივე განცხადებით, არ არის გამორიცხული რომ დანაშაული კონკრეტული უწყებების მხრიდან წინასწარ მზადდებოდა.

შსს-მ მომხდარზე გამოძიება ქურდობის მუხლით დაიწყო.

banner
წინა სტატიაშიმოჭიდავეების მიერ რუსეთის დროშის ფონზე ძამბოლატ თედეევის გამოსახულებიანი მაისურების ჩაცმა დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო-მიხეილ ბატიაშვილი
შემდეგი სტატიავემზადები საქართველოში ჩასასვლელად,ჩემი ქვეყანა უნდა გადავარჩინო-მიხეილ სააკაშვილი