”ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს დავით შუკაკიძეს თავს დაესხნენ

”ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერს დავით შუკაკიძეს თავს დაესხნენ.  შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით,  შუკაკიძეს თავს ორი პირი დაესხა, რომლებიც ნიღბებით იყვნენ და შეიარაღებულები გახლდნენ. მას  ბლაგვი იარაღით გაუსწორდნენ.  შუკაკიძე “ნიუ ჰოსპიტალის” კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც “თაიმერს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიადვოკატის თქმით, სუს-ის მიერ დაკავებული ანატოლი ბერძენიშვილი ბრალს არ აღიარებს
შემდეგი სტატია(video) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლა დისკუსიაზე – Strategic outlook: Eurasia