ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჟურნალ „Art-გენის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში ჟურნალ „Art-გენის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. ჟურნალის მერვე ნომერი ეროვნული ბიბლიოთეკის და „თიბისი ბანკის“ მხარდაჭერით გამოიცა.

ჟურნალი ორენოვანია და საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება.

ჟურნალის დამფუძნებლის თამრიკო მელიქიშვილის განცხადებით, ახალი ნომერი საკმაოდ მრავალფეროვანია და ხელოვნების მრავალ დარგს მოიცავს.

„ერთ-ერთი რუბრიკა ეთმობა „საოჯახო არქივს“ რომელიც მკითხველს ოჯახებში დაცულ უნიკალურ ხელნაწერებს, რელიქვიებს, ისტორიებსა და სხვა სახის საინტერესო მასალებს აცნობს, რომლებსაც საზოგადოება მნამადე არ იცნობდა. გამოქვეყნებულია ასევე, ისტორიები იმ ხალხის შესახებ, რომლებიც ყოველგვარი ხმაურის გარეშე ქმნიან უნიკალურ და საინტერესო ნამუშევრებს. ისინი ამას აკეთებენ არა იმიტომ, რომ ცნობილები იყვნენ, არამედ იმიტომ, რომ სხვაგვარად არ შეუძლიათ. უბრალოდ უყვართ თავიანთი საქმე“, – აცხადებს თამრიკო მელიქიშვილი.

ეროვნული ბიბლიოთეკა, როგორც საქართველოს ერთ–ერთი კულტურის ცენტრი, 2014 წლიდან ფესტივალ „Art-გენის“ პარტნიორი ორგანიზაციაა.

საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკისა და „Art-გენის“ თანამშრომლობის ფარგლებში ერონულ ბიბლიოთეკაში ეთნოდარბაზი გაიხსნება, სადაც შეგროვილი უნიკალური ეთნომასალების გაცნობას ნებისმიერი მსურველი შეძლებს.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე სკანდალურ ფოტოს ასაჯაროვებს
შემდეგი სტატიაალასკაზე მიწისძვრა მოხდა