მაშინ როცა ეროვნული ბანკის ახალი ხელმძღვანელი უსაფრთხოების სფეროს აძლიერებს, ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა გადაიდო. სხდომა ხვალ უნდა გამართულიყო, თუმცა ის გავრცელებული ინფორმაციით, ის 11 ოქტომბერს შედგება.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომის ჩატარების თარიღი რამდენიმე თვით ადრე ინიშნება. ექსპერტების თქმით, არ არის გამორიცხული, სხდომა სებ-დან კვალიფიციური კადრების წასვლის გამო გადაიდო.
ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის სხდომა როგორც წესი, წინასწარ არის წლის დასაწყისში გაწერილი და ყველამ იცის რა თარიღში გაიმართება. ჟურნალისტები ამას თვალს ადევნებენ და ეუცნაურათ, რომ არ ჩატარდება. ეს დიდი ალბათობით უკავშირდება იმას, რომ ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის ოთხმა წევრმა დატოვა ეროვნული ბანკი, მრჩეველმაც და სამმა ვიცეპრეზიდენტმა და მათ გარეშე ამ კომიტეტის ჩატარებას აზრიც არ ჰქონდა. არადა, ეს კომიტეტი იღებს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებით” ამბობს “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე
ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეროვნული ბანკი ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსმაც დატოვა.