ეროვნულ ბანკში განთავსებულ საპენსიო დანაზოგებს დღემდე 84 ათასი ლარის სარგებელი დაერიცხა

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშებზე განთავსებულ საპენსიო დანაზოგებს დღემდე 84 075 ლარის სარგებელი დაერიცხა. ინფორმაცია ბანკის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.

20 მარტის მდგომარეობით, საპენსიო სააგენტოს მიერ ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე 40 291 907 ლარია. რაც შეეხება საპროცენტო განაკვეთს, ის მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ოდენობის შესაბამისია და ამ დროისთვის 6.75 პროცენტს შეადგენს. თანხების შესაბამისად, მატულობს მათზე დასარიცხი სარგებელი და ამ დროისთვის ყოველდღე 7 189 ლარს შეადგენს.

მთლიანობაში საპენსიო დანაზოგების მოცულობამ 100 მილიონ ლარს გადააჭარბა. თანხების ნაწილი კომერციული ბანკების ანგარიშებზეა განთავსებული.

საპენსიო ფონდის თანხების მართვა სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტების მერე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიშალვა შავგულიძეს მხარს “ენმ”-ც დაუჭერს
შემდეგი სტატიამაია ცქიტიშვილი – ანაკლიის კონსორციუმის ქართულ მენეჯმენტს, რომლებსაც კარგი განათლება აქვთ, პორტი არასდროს აუშენებიათ