“ეროვნულ ბანკს და აუდიტის სამსახურს ვთხოვ, ბიუჯეტის პროექტზე დასკვნები ფორმალური რომ არ იყოს, ყურადღება გაამახვილონ რისკების იდენტიფიკაციაზე”

„ჩემი აზრით, ახლავე უნდა ვიფიქროთ, მაგალითად ცალკეული დარგების, სექტორების, მიმართულებების არსებული საგადასახადო შეღავათების მიზნობრივი სუბსიდიებით ჩანაცვლებაზე, ეს სამართლიანი იქნება კონკურენტული გარემოსთვის, ჩრდილოვან ეკონომიკასაც შეამცირებს და ქვეყანასაც მნიშვნელოვანი საბიუჯეტო ეფექტი ექნება, უნდა ვიფიქროთ ფისკალური ადმინისტრირების გაუმჯობესების კუთხით, უნდა ვიფიქროთ სახელმწიფო საწარმოების ეფექტიანობის გაზრდის მიმართულებით და ა.შ. თუმცა ხანგრძლივი ფიქრის ფუფუნებაც არ გვაქვს“, – განაცხადა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ.

გარდა ამისა, ირაკლი კოვზანაძემ საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტზე წარმოდგენილ დასკვნებთან დაკავშირებით საპარლამენტო ტრიბუნიდან მიმართა.

„ორივე ინსტიტუტი ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებლობის უმაღლესი ხარისხით სარგებლობს და ჰყავს მაღალკვალიფიციური ხელმძღვანელები. სწორედ ამიტომ მინდა, ვთხოვო: მათი დასკვნები ფორმალური რომ არ იყოს, საჭიროა, ყურადღება გაამახვილონ არა ვიწრო, მათი პასუხისმგებლობის არეალზე, არამედ ორიენტირებულნი იყვნენ იმ რისკების იდენტიფიკაციაზე, რაც ჩანს და ასევე სამომავლო აქცენტის გაკეთებაზე“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

banner
წინა სტატიაშიგახარია – უსაფრთხოება აუცილებელი კომპონენტია ქვეყნის განვითარების ნებისმიერი მიმართულებისთვის – ეკონომიკიდან დაწყებული, პოლიტიკით გაგრძელებული
შემდეგი სტატიაუცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 30 დეკემბრისთვის – დოლარი – 3.2795 ლარი, ევრო – 4.0161 ლარი, ფუნტი – 4.4221 ლარი