“ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით უკვე ყველაფერი ვთქვი, თანავუგრძნობ მის ოჯახს”

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, ეროსი კიწმარიშვილთან დაკავშირებით სათქმელი არაფერი აქვს.

ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილის ჟურნალისტების მიერ დასმულ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შეეხებოდა, თუ როგორც შეაფასებდა პროკურატურის დღევანდელ განცხადებას, ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით.

„პროკურატურამ გადაწყვიტა, რომ ეს არის თვითმკვლელობა. კიდევ ერთხელ მწუხარებს გამოვთქვამ და თანადგომას ვუცხადებ მის ოჯახს. მეტი არაფერი მექნება სათქმელი, რაც საჭირო იყო, უკვე გაცხადებული მაქვს. რაც სათქმელი მქონდა უკვე გითხრათი, ყველაფერი ამოწურულია. ვუთანაგრძნობ მის ოჯახს“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში განაცხადეს, რომ ეროსი კიწმარიშვილი მიზანმიმართულად თვითმკვლელობამდე არავის არ მიუყვანია და არავის არ მოუკლავს, მან თავი მოიკლა, რადგან კონკრეტული გარემოებების არსებობის მხედველობაში მიღებით შეუძლებელია მკვლელობა იყოს ჩადენილი რომელიმე სხვა პირის მიერ. შესაბამისად მიღებულია გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ.

banner
წინა სტატიაში“კარგი იქნებოდა, რომ გამოძიება თავის დროზე დაწყებულიყო”- ივანიშვილი ვანო მერაბიშვილის საქმეზე
შემდეგი სტატია“მე არავითარი რჩევა არ მიმიცია უსუფაშვილის თავმჯდომარეობაზე არსად”