ვალერი გელბახიანი: ეროსი კიწმარიშვილი ნახევარ მილიონს ელოდა “მაესტროდან“

უგვირგვინო მეფის სტატუსში მივიღეთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი, მეფე თავის კაბინეტიდან მართავს ქვეყანას

ექსპერტი ვალერი გელბახიანი ტეეკომპანია “რუსთავი 2“-ის დამფუძნებლ ეროსი კიწმარიშვილთან დაღუპვამდე ერთი თვით ადრე შეხვედრას იხსენებს და თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავს.

გელბახიანი თქმით, ეროსი კიწმარიშვილს მასთან პირად საუბრებში, შემოსავლებსა და ეკონომიკურ ინტერესებზე, კერძოდ, ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის დაბრუნებასა და ტელეკომპანია “მაესტროდან“ წილის მოთხოვნაზე ჰქონდა საუბარი.

“ჩემთან საუბრის დროს, მას ვალებზე არ უსაუბრია. მას ჰქონდა პოლიტიკური გეგმები და ჰქონდა ეკონომიკური ინტერესები. მაგრამ მითხრა, რომ ის აუცილებლად მოახერხებდა ტელეკომპანია “რუსთავი 2“-ის დაბრუნებას და ელოდებოდა ტელეკომპანია მაესტროდან კომპენსაციას ან წილის მიღებას. მას ასაღები ჰქონდა “მაესტროდან“ დიდი ფული, ის ნახევარ მილიონს ელოდა. როდესაც არათუ ვალზე, არამედ დიდი შემოსავლებზე საუბრობ, ვალების გამო თვითმკვლელობა გამორიხცხულია. მით უმეტეს, მისი სოციალური მდგომარეობა: სახლი, ანტიკვარული ნივთები, ქონება ამ ვერსიას გამორიცხავს. ფინანსურად უზრუნველყოფილი ადამიანის თვითმკვლელობა ვალების გამო, არალოგიკურია“, – განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ექსპერტი მიიჩნევს, რომ აღნიშულ საქმესთან დაკავშირებით, გამოძიებამ თავიდანვე, მხოლოდ ერთ ვერსიაზე, თვითმკვლელობაზე იმუშავა და სამხილებიც მხოლოდ მის გასასამართლებლად მოიპოვა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტთან მოქალაქემ ბასრი საგნით თვითდაზიანება მიიყენა
შემდეგი სტატიამამუკა ხაზარაძე: მინდა, პირდაპირი მხარდაჭერა გამოვუცხადო გიორგი კვირიკაშვილს