ეროს რამაზოტიზე გადაღებულ ფილმში თბილისის ხედები მოხვდება

საქართველოს კულტურის სამინისტროში, მომღერალ ეროს რამაზოტის კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა.

 

პრესკონფერენციაზე ცნობილის გახდა, რომ მომღერლის შესახებ მიმდინარეობს დოკუმენტუური ფილიმის გადაღება, რომელშიც თბილისში ჩატარებული კონცერტის კადრები და თბილისის ხედებიც მოვხდება.
მომღერალმა აღნიშნა, რომ პროექტში “Check in Georgia”-ში მონაწილეობა მისთვის სასიხარულოა.
რამაზოტის თქმით, მას თბილისი ჯერ არ დაუთვალიერებია, თუმცა მასზე დედაქალაქმა სუფთა ქალაქის შთაბეჭდილება დატოვა და იმედოვნებს, რომ შთაბეჭდილებები კიდევ უფრო გარღმავდება.
რაც შეეხება საქართველოს, რამაზოტიმ იცის, რომ საქართველოს ევროპასთან დაახლოება სურს და ბედნიერია, რომ ამ პროცესში მის მიერ გამართული კონცერტით წვლილს შეიტანს.
კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე კი მაყურებელს გრანდიოზულ შოუს ჰპირდება.
banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრი სტუდენტებს შეხვდა
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი ეკლესია ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს