ეროს რამაზოტის კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა

ეროს რამაზოტის კონცერტმა 24 აპრილს სრული ანშლაგით ჩაიარა. რამდენიმე ათასი მელომანი 24 აპრილს თბილისის სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტის ახალ და ძველ ჰიტებს უსმენდა.

ეს იყო პირველი კონცერტი, რომლითაც დაიწყო მუსიკალური პროექტი Check in Georgia.

რამაზოტიმ სპორტის სასახლეში შეკრებილ 6 ათასამდე მსმენელს ბევრ მუსიკალურ სიახლესთან ერთად ძველი და კარგად ნაცნობი ჰიტები შეახსენა. შეპირებული 3-განზომილებიანი ანიმაცია და ვიზუალური ეფექტები 2-საათიან პროგრამას ბოლომდე გასდევდა ფონად.

სცენას რამაზოტის 70 კაციანი ჯგუფი 2 დღის განმავლობაში ამონტაჟებდა. მასშტაბური ვიზუალური სანახაობა კონცერტის ერთერთი უმთავრესი ღირებულება იყო.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოში შვედეთის ელჩს შეხვდა
შემდეგი სტატიამეორე ქვეითი ბრიგადის სამხედროები ავღანეთიდან ბრუნდებიან