ეროს რამაზოტი კონცერტზე ალბომიდან „Perfetto” ჰიტებს შეასრულებს

ამ წუთებში ცნობილი მომღერალი ეროს რამაზოტი თბილისში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში პრესკონფერენციას მართავს. პრესკონფერენცია 15:00 საათზე დაიწყო და მას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და კულტურის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ეკა კუპრეიშვილი უძღვებიან.

კონცერტი ხვალ სპორტის სასახლეში გაიმართება. იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით The Perfetto World Tour წარდგება. კონცერტზე შესრულდება ჰიტები ალბომიდან „Perfetto” – აღნიშნული კრებული, გაყიდული ალბომების რაოდენობის მიხედვით, მსოფლიოს 60 ქვეყანაში ერთ-ერთი ლიდერია.

ეროს რამაზოტი შეასრულებს ყველასათვის საყვარელ და ცნობილ სიმღერებს, მათ შორის: „Terra Promessa“, „Più Che Puoi“, „Cose Della Vita“, „Più Bella Cosa“, „Adesso Tu“, „Se Bastasse Una Bella Canzone“… როგორც პრესკონფერენციაზე აღნიშნეს, ეროს რამაზოტის შოუ 3-D ანიმაციით გაიხსნება და სცენა მთლიანად აგებული იქნება უნიკალური თანამედროვე ტექნოლოგიებით. კონცერტის მხარდამჭერია იტალიის საელჩო საქართველოში; კულტურის სამინისტროს ცნობით, ეროს რამაზოტის კონცერტი საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული მასშტაბური პროექტის „Check in Georgia” ფარგლებში იმართება.

banner
წინა სტატიაშიე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით რუსმა სამხედროებმა ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიაირაკლი ალასანია: არ მივცემთ ისეთ შეპირებას, რომელსაც არ შევასრულებთ