ეროს რამაზოტი ხვალ თბილისში პრესკონფერენციას გამართავს

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, იტალიელი მომღერალი ეროს რამაზოტი თბილისში დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენციას ხვალ გამართავს.

პრესკონფერნიას, რომელიც კულტურის სამინისტროში გაიმართება, საქართველოში იტალიის ელჩი ანტონიო ენრიკო ბარტოლი და კულტურის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, კულტურის განვითარების ფონდის წარმომადგენელი ეკა კუპრეიშვილი გაუძღვებიან.

24 აპრილს, სპორტის სასახლეში ეროს რამაზოტის კონცერტი გაიმართება. იტალიელი ვარსკვლავი პირველად ქართველი მსმენელის წინაშე მსოფლიო ტურით – „The Perfetto World Tour“ წარდგება.

banner
წინა სტატიაშიეკა მიშველაძის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიაIRI-ის ახალი კვლევის თანახმად გამოკითხულთა ყველაზე მეტი კეთილგანწყობა პაატა ბურჭულაძეს აქვს