10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ერდოღანი ირანს აფრთხილებს

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ირანს აფრთხილებს, რომ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა „არ შეიძლება გამართლებული იყოს“ და აცხადებს, რომ რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმები არავის ეხმარება.

ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშკიანთან სატელეფონო საუბრისას მან განაცხადა, რომ თურქეთი ცდილობს დიპლომატიის კარი გაუღოს ომის დასრულებას.

გუშინ საღამოს კაბინეტის სხდომაზე ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენი გულწრფელი გაფრთხილებების მიუხედავად, უკიდურესად არასწორი და პროვოკაციული ნაბიჯები კვლავ იდგმება, რაც საფრთხეს შეუქმნის თურქეთის მეგობრობას“.

ეს კომენტარები ერდოღანმა მას  შემდეგ გაკეთდა, რაც ნატოს საჰაერო თავდაცვამ ორშაბათს თურქეთის საჰაერო სივრცეში შეჭრილი მეორე ირანული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილი: საქართველოში არის დარეგისტრირებული რამდენიმე ათასი ირანული ფირმა, ბოლო წლებში და თქვენ გგონიათ, რომ აქ ისლამური რევოლუციის გუშაგთა წვლილი არ არის?
შემდეგი სტატიასაჰაერო დარტყმების შედეგად ირანში მე-17 საუკუნის სასახლე დაზიანდა