21.8 C
Tbilisi
შაბათი, სექტემბერი 5, 2026
banner

ერდოღანი: ევროკავშირში გაწევრიანება თურქეთის პრიორიტეტი აღარ არის

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ანკარას ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე უარი არ უთქვამს, თუმცა ბლოკში გაწევრიანება ქვეყნის პრიორიტეტებს შორის აღარ შედის. ინფორმაციას სააგენტო dpa ავრცელებს.

„ევროკავშირი ჩვენთვის პრიორიტეტი არ არის“, — განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ თურქეთის უარყოფით თავად ევროკავშირი იზარალებს.

თურქეთმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 1999 წელს მიიღო, ხოლო ოფიციალური მოლაპარაკებები 2005 წელს დაიწყო. ამჟამად პროცესი შეჩერებულია დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყანაში არსებული უკუსვლის გამო.

banner
წინა სტატიაშირაზე ისაუბრეს საპატრიარქოში ქალკედონის მიტროპოლიტ ემანუელთან შეხვედრაზე
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი: ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს ეკისრება