ჰერმან საბო: ჩვენ არავინ გვეკითხება ვის შეუშვებს რიგითი ბიზნესმენი კერძო საკუთრებაში

„კერძო საკუთრება არის სიმდიდრის და ჩვენი კარგად ყოფნის საფუძველი. კერძო საკუთრების დეფინიცია კი არის, რომ ის რაც შენია არის მთლიანად შენი და მას როგორ განკარგავ, მთლიანად შენზეა დამოკიდებული. ხოლო იმ „კარგი მიზნებიდან“ გამომდინარე, რომელსაც მთავრობა იყენებს ხოლმე სხვადასხვა შეზღუდვების შემოსაღებად, მთავრობამ გარდა იმისა, რომ ადამიანებს შეუზღუდა ერთმანეთთან ურთიერთობა და უამრავი უფლება, შეზღუდა კერძო მესაკუთრეების უფლებაც. ადამიანების, რომლებსაც თავიანთ საკუთრებაში გახსნილი აქვთ რესტორნები, ბარები და სხვადასხვა დაწესებულებები. მათ თქვენ, სხვადასხვა მიზეზებით თუ სხვადასხვა გეგმებით, შეუზღუდეთ უფლება გამოიყენონ, განკარგონ საკუთარი საკუთრება ისე, როგორც წარმოუდგენიათ რომ უნდათ განკარგონ. ჩემი აზრით არც მთავრობას, არც პარლამენტს, არც თქვენ და არც მე არავინ გვეკითხება ვის შეუშვებს რიგითი ბიზნესმენი კერძო საკუთრებაში, მწვანე პასპორტიანს, ლურჯ თვალებას, ქერას თუ ასე შემდეგ. ეს არის ამ ადამიანების პრეროგატივა და ამ ადამიანების უფლება. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ შეზღუდვას ვინც ეწინააღმდეგება იმ ხალხის უმრავლესობამ წლების წინ ტაში დაუკრა, როდესაც მთავრობამ ისეთივე „კეთილი“ მოტივებით რესტორნებში მოწევა აკრძალა“, – განაცხადა „გირჩის“ პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, ჰერმან საბომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშისუბარი: არ შეიძლება კონკრეტულ ვითარებაში ვისაც რა გვაწყობს იმის მიხედვით ვცვალოთ კანონმდებლობა, ეს არ იქნება სწორი
შემდეგი სტატიათეონა აქუბარდია: მამუკა ჩხიკვაძე, კახა ნათაძე და ვალერი კანაშვილი – ჩვენი ქვეყნის სამი მოქალაქე საოკუპაციო ზოლიდან გაიტაცეს, მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს გადადგით ქმედითი ნაბიჯები