ერისკაცობაში პროფესიით ექიმი მეუფე გრიგოლი ვაჟა გაფრინდაშვილის საქმეზე “თაიმერის” კითხვებს არ პასუხობს

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საქმე- ჭყონდიდის ეპარქიაში ,ერისკაცობაში პროფესიით ექიმი, მაღალი რანგის სასულიერო პირი, მეუფე გრიგოლი “თაიმერის” ჟურნალისტის  კითხვებს არ პასუხობს.

“თაიმერის” ჟურნალისტმა  მეუფეს კითხვა ,ცხინვალის რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ქართველი ექიმის და  ე.წ  უწყების მიერ  დღეს გავრცელებული განცხადების შესახებ დაუსვა-მეუფე გრიგოლმა საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვა და შეიძლება ითქვას,რომ ყოფილ კოლეგას სოლიდარობა არ გამოუცხადა და ამის პასუხად განაცხადა,რომ ეპარქიის ფარგლებს ვერ გასცდება.

ხოლო ,კითხვაზე რუსეთი ოკუპანტია თუ არა ,მეუფემ განაცხადა , რომ  “დიახ რუსეთი ოკუპანტია ,მაგრამ ის დრო არ არის, როცა ის სოხუმში ცხოვრობდა, 25 წლის წინ”.

ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც ე.წ საოკუპაციო საზღვართან 9 ნოემბერს დააკავეს ამ დრომდე ცხინვალის იზოლატორში იმყოფება. საოკუპაციო რეჟიმის ე.წ სასამართლომ მას 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ამ დრომდე მას ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონია. ახლობლების თქმით, უცნობია რა პირობებში ჰყავთ დაკავებული ოკუპანტებს.

 

ავტორი: აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიდედოფლისწყაროში ავარიას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიაღუდუშაურში აცხადებენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის აგვისტოში გაუსვლელად იმყოფებოდა კლინიკაში და ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას